26.02.2020 21:09
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური გაერთიანების ფარგლებში საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ადასტურებს:
„თუ შეთანხმება მოხდება, ეს შეთანხმება უნდა მოხდეს არა სადღაც დახურულ კარს მიღმა გარიგებების მეშვეობით, არამედ – ღიად, გამჭვირვალედ, სამართლიანად და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის გასაგებად. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულებულია მოლაპარაკება და უკვე არსებობს შეთანხმება თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაჟორიტარების კანდიდატების სიასთან დაკავშირებით და მათ შორის ჩემი გვარიც იყო ნახსენები. მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია!“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge