ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებს" 24.02.2020 13:31

2020 წლის არჩევნების შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა.

 

მისი თქმით, არჩევანი მწირია.

 

"ან მარცხნივ უნდა უყო,  ან  - მარჯვნივ... ან თეთრი უნდა აირჩიო, ან - შავი.  მესამე არჩევანი არ არის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებსა და პოლიტიკოსების სიყვარულს. საერთოდ ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება  გიყვარდეს პოლიტიკოსი?! მათ ვქირაობთ იმისთვის, რომ საქმე გააკეთოსნ. უნდა გვიყვარდეს ოჯახი, მეგობრები სამშობლო. ეს მხოლოდ ჩამორჩენილ, საბჭოური  მენტალობის  მქონე საზოგადოებებშია შემორჩენილი, ბელადების სიყვარულუი. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჩარჩა იქ, ხომ ხედავთ უკვე  საბჭოთა ჰიმნსაც უკრევენ. 


მინდა ქართველ ამომრჩეველს ვუთხრა, - წარმოიდგინეთ იმ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა, ეს სუბიექტები ყველა ერთად, რომ წარმოიდგინოთ საქართველოს ხელისუფლებაში -  წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობა, - სიცოცხლე აღარ მოგინდება. ესენი არა თუ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებენ, შანსი თუ გაუჩნდებათ, დაჭამენ ერთმანეთს. წყალს არ გაიმეტებენ ერთმანეთისთვის, თანამდებობებს ვინ ჩივის, თოვლს ვერ გაიყოფენ - ზამთარში.


ბევრს კი არ მოსწონს, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისშმობელი დედა არ დგვტოვებს განსაცდელში. საქართველომ თემურლენგს და ყარჩიხა ხანს გაუძლო და ესენი ვინ არიან..."- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ