ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს"- გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე 24.02.2020 13:23

ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს. მე ეს დანამდვილებით ვიცი და იმათაც იციან, რომ მე ვიცი და არა მარტო მე ვიცი! ბურჯანაძე და ბოკერია, ნათელაშვილი და ბოკერია...- ამის შესახებ კონორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული, ყავლგასული პოლიტიკოსების ნაკრები, რომლებსაც მხოლოდ სიძულვილი აერთიენებთ, სიძულვილი და შური.

 

"ერთად რომ სხედან ბევრნი, თავს იმშვიდებენ, რომ ძალას წარმოადგენენ.  კარგია, რომ გაერთიანდნენ, რადგან ზუსტად იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ და ზუსტად ისინი არიან, ვინც უნდა იყვნენ. ერთი საბჭოთა ჰიმნი აკლდათ და ეგეც ნადირაშვილმა და ხოშტარიამ ააჟღერეს. დროშებიც ექნებათ  საბჭოთა კავშირის დასაწყობებული. სიძულვილი და შური მომავალს ვერ ქმნის! მითუმეტეს ისეთ სიყვარულის მოტრფიალე ხალხში და ქვეყანაში, როგორც ქართველებია და საქართველო!"- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ