სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი, იქ მასშტაბური ეპიდემიაა - ჩვენ კი სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ!“ 24.02.2020 00:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მირიან მირიანაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის დაწესებას და წერს:

 

„ირანთან მიმოსვლის ''შეზღუდვა" სახმელეთო მიმოსვლის შეუზღუდაობას ნიშნავს თურმე! აეროპორტებში სქრინინგი მაინცაა და სამშენებლო მასალების, ბითუმის და ა. შ ტრაილერის მძღოლებს ალაჰი იცავს? ანუ სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ! ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი და იქ მასშტაბური ეპიდემიაა. 2005- ში სატრანსპორტო კორიდორის სათაო ოფისი ბანდერ - აბასში მქონდა და ქოლერის 40-დღიან კარანტინშიც მანდ მოვყევი. ასე რომ, ირანული ''სტატისტიკა" ვიცი რაცაა და საზღვარი ხვალვეა ჩასაკეტი. მაინდამაინც ბოლტონი უნდა ჩამოვიდეს, რომ ირანთან შეზღუდვებზე წახვიდეთ. არაადექვატურობასაც ხომ აქვს საზღვარი!“, წერს მირიან მირიანაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ