ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ივანიშვილს პრემიერად იმიტომ ვეპატიჟებოდი, რომ ფული დაეხარჯა, შემდეგ კი დავიჭერდი“ 22.02.2020 17:53

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იმიტომ სთავაზობდა, რომ მას ფული დაეხარჯა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი ლეობორისტი მას დაჭერას უპირებდა. ეს განცხადება ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა.


„როცა მას პრემიერად ვეპატიჟებოდი, ჯერ ეს ერთი ვიცოდი, რომ არ წამოვიდოდა, მაგრამ ვეპატიჟებოდი იმიტომ, რომ მისთვის ფული დამეხარჯინებინა ქართველი ხალხის სასარგებლოდ - ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი განათლებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და პირდაპირ რომ გითხრათ, მერე დავიჭერდი. ყველაფერს ხომ არ ამბობენ პოლიტიკაში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

 

nsp.ge

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ