08.02.2020 21:42
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი – ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვას, სადაც სააკაშვილი შტაბის შექმნაზე საუბრობს: „ახლა უნდა ივანიშვილს კიდევ ერთხელ გამოიყენოს სააკაშვილის ფიგურა საფრთხობელად და სამწუხაროდ, სააკაშვილი მას ამის უფლებას აძლევს. გაჩუმდი, დრო და დრო მაინც. არასოდეს არავისი ნათქვამი არ ესმოდა და თავიც დაიღუპა და ქვეყანაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.”
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქმნის პირად შტაბს და აქტიურად ერთვება ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge