08.02.2020 19:16
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ინიციატივას და წერს:
„ქვეყნიდან გაქცეული სააკაშვილის ერთმანეთზე ექსტრავაგანტული ყველა წამოწყებების მთავარი ბენეფიციარი იყო "ქართული ოცნება", იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილის გამოხდომები იმდენად არაადეკვატური და მიუღებელი იყო აქაური საზოგადოების უმრავლესობისათვის, რომ იქით მოჰქონდა დამატებითი ხმები "ოცნებისთვის" ყოველ არჩევნებზე. სააკაშვილის ბოლო ინიციატივა მის ბიბლიოთეკაში "პირადი შტაბის" გახსნაზე, უკვე თავად ენმ-ში გააჩენს დუღილს. შეიძლება სააკაშვილს სურს ამ ინიციატივით საკუთარი პოპულარობა გატესტოს და დაინახოს რის პოტენციალი აქვს ენმ-ს გარეშე. თუ დაინახა, რომ ბევრი არაფრის, ამ "პატარა გაუგებრობას" ის და ენმ როგორმე მოაგვარებენ“, წერს ზაალ ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას: „პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge