ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა 08.02.2020 17:39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა. ნიჭიერი მოზარდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ მშვიდობის, განათლებისს, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მათ პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს. არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

 

„აშშ-ში, გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩამოსულ ქართველ მოსწავლეებს შევხვდი. სკოლაში თავად შექმნეს დელეგაცია, დარეგისტრირდნენ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, მოემზადნენ და ჩამოვიდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავეს მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. სანამ პიცა მივირთვით, მეც კარგი რჩევები მომცეს და არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ. მადლობა მათ მასწავლებლებს. ეს #თაობა ძალიან წარმატებული იქნება!“, წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ