ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მალიში საფრანგეთის ძალებმა 30 ტერორისტი მოკლეს 08.02.2020 11:09

მალის 3 სხვადასხვა რეგიონში საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 30 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ტერორისტები დაჯგუფებებთან „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები.

 

სამხედრო ოპერაციაში 2 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. ფრანგმა ჯარისკაცებმა ასევე გაანადგურებს დაჯგუფების კუთვნილი რამდენიმე ავტომობილიც.

 

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 4 500-მდე ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძვიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ