შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პრემიერი - აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში 27.11.2026 20:53

 

ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვლება.

"აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ [რუსეთის] უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, ეს არის ჩვენი მოლოდინი", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ