პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
GE EN RU
კახა კალაძე – სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს 27.11.2026 16:14

სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა" და ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირება.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა", - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბეშიქთაშისა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა". ამასთან, შსს-ს ცნობით, ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ