სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
არჩილ გორდულაძე წითლიძეს თეთრაძის საქმეზე: თქვენი აზრით, ნაწამები არ არის?.. ყველაფერს აქვს საზღვარი, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებისა 24.11.2026 16:48

 

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე პროცესი გრძელდება.

პროცესზე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ, არჩილ გორდულაძეს ჰკითხა, იცნობდა თუ არა 2013 წელს თეთრაძის გვამის ექსგუმაციის შედეგებს.

რაზეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, სასამართლო დარბაზში მყოფ ხალხს და მათ შორის, ანა წითლიძეს, თეთრაძის ფოტოები აჩვენა და კითხვა დაუბრუნა, იყო თუ არა სერგო თეთრაძე ნაწამები.

"ყველაფერს საზღვარი აქვს ალბათ, ბატონო თავმჯდომარევ, ყველაფერს აბსოლუტურად, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებისა და კითხვის შინაარსებისა.

გასაგებია, რატომაც სვამს ამ კითხვას, ქალბატონო ანა, თქვენ ხომ თეთრაძეზე საუბრობთ, ეს გახლავთ ბატონი თეთრაძე. (აჩვენებს ფოტოს) დიდი კითხვის ნიშანი არსებობს, ეს ადამიანი არის თუ არა ნაწამები?

კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს თქვენ რომ ეჭვქვეშ აყენებთ, ეს თეთრაძის საქმიდანაც გამომდინარეობს. ეს ადამიანი, თქვენი აზრით, ნაწამები არ არის?.. რომ ვამბობ, რომ საზღვარი არა აქვს-თქო, აი, ამ უსაზღვრობაში არის ახლა ქალბატონო ანა გადავარდნილი", - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

ცნობისთვის, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რამდენიმე პირთან ერთად, 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მათ, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ "იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ". დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. გამოძიების ინფორმაციით, ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, "ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში". კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე, მასზე განხორციელებული წამების შედეგად, ცუდად გახდა და, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ