ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 25 ნოემბერს დებატები გაიმართება 23.11.2026 19:04

 

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში".

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული.

რეზოლუციის პროექტზე, „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში", კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ