18.11.2026 22:04
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს მინსკში", - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.