შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
GE EN RU
არჩილ გორდულაძე – დიქტატორი სააკაშვილი საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და პოსტიც გამოაქვეყნა, შესაძლოა, ბეჟაშვილი და წითლიძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან 13.11.2026 18:04

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პოზიციები მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

გორდულაძის თქმით, „ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, თავის საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა".

 

„ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა: „ავაშენეთ ქვეყანა და ეს ქვეყანა დემოკრატიის შუქურა იყოო". შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი 2004-2012 წლებში ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თურმე „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთი ჩვეულებრივი რიგითი წევრი იყო და არანაირი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებამოსილება არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, თავის საკანში ადგილს ვერ იპოვიდა და შესაბამისი პოსტიც გამოაქვეყნა. შესაძლებელია, ახლა ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიულ ოფისშიც კი არ შეუშვან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში".

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ