შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ ყაველაშვილი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფროს მეგობარს ვუწოდებ, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, გავამყაროთ პარტნიორობა, დავიცვათ მშვიდობა 13.11.2026 17:58

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში, სააგენტო „ანადოლუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

 

„თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით. გვაქვს ღირებულებითი და პოლიტიკური თანხვედრა - ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა. დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ამგვარი ურთიერთობებით კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ