შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სააკაშვილი წერს, რომ ჰილარი კლინტონი ისრაელის იმ ორი მოქალაქის ციხიდან უპირობა გათავისუფლებას სთხოვდა, რომლებმაც საქართველოს ბიუჯეტიდან 130 მილიონის მოპარვა სცადეს 07.11.2026 20:59

 

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჰილარი კლინტონი ისრაელის იმ ორი მოქალაქის ციხიდან უპირობო გათავისუფლებას სთხოვდა, რომლებმაც საქართველოს ბიუჯეტიდან 130 მილიონის მოპარვა სცადეს.

,,მახსენდება ასეთი შემთხვევა. ჩვენ კონგრესში გვყავდა დიდი მეგობარი, ჯოზეფ ლიბერმანი, რომელიც ორთოდოქსი ებრაელია და ისრაელის მთავარი დამცველი იყო მაშინ ამერიკაში. ჩვენთან 2010 წელს დააკავეს ისრაელის ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული ორი ისრაელელი აფერისტი, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან 130 მილიონის მოპარვას ცდილობდა ყალბი დოკუმენტებით, ხოდა ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არ გავუშვებდით სანამ ამ ფულზე უარს არ იტყოდნენ. უამრავი ისრაელის ლობისტი, მთელი მსოფლიოდან დამიკავშირდა მაშინ, ამ აფერისტული დუეტის გაშვების მოთხოვნით. დამირეკა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმაც, უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ