06.11.2026 17:03
„ფედერალისტები" მთავრობაში რომ მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა. კანონი იქნება უზენაესი და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, წესებს ვინც იცავს, ის ალიანსშია.
„მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით. წესის დამრღვევს ავაოხრებთ. წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ. ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები. წესებს იცავ, ალიანსში ხარ. წესს არ იცავ - გაჯმ*** გაქვს, რადგან ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები. უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ, უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ.
მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს. ანუ გარიცხულია სააკაშვილი.
გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია - მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია. სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი - და ჩვენ მოვიგებთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.