პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
GE EN RU
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა 06.11.2026 10:53

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

 

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტის, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიის, ასევე საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

 

„შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ