05.11.2026 15:54
გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაფერი არ იზღუდება, შესაბამისად, ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია.
„არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს", - განაცხადა პრემიერმა.