ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გამო ევროპის სხვადასხვა აეროპორტში, შვიდი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა 05.11.2026 15:16

 

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო ევროპის სხვადასხვა აეროპორტში, სულ მცირე, შვიდი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა პოლონური ავიაკომპანიის, „ლოტის" თვითმფრინავმა. დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი კი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს. ჰელსინკიდან რომში მიმავალი ფინური ავიაკომპანიის თვითმფრინავი იტალიის საჰაერო ძალების ესკორტის თანხლებით დაეშვა იტალიის დედაქალაქში. ბულგარეთის ხელისუფლება ბომბის საფრთხის გამო სამი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შესახებ იუწყება. ორი მათგანი სოფიაში, ერთი კი პლოვდივში დაჯდა. ავიახომალდები კოპენჰაგენიდან, მადრიდიდან და ლონდონიდან ასრულებდნენ რეისს.

ეს ამ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო თვითმფრინავების ავარიულად დაშვება ხორციელდება, რაც საჰაერო მიმოსვლის შეფერხებებს იწვევს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ