04.11.2026 17:08
ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ალიანსის ლოგო ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა და აღარც ერთი პარტიის ლოგო იქ აღარ იქნება.
„არ ვიცი, რაზე ვერ შეთანხმდნენ. ალბათ, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, როგორ უნდა ავნონ სახელმწიფო ინტერესებს უფრო აქტიურად ვფიქრობ, ალიანსიდან „ნაცმოძრაობის" წასვლა რაღაც თამაშის ნაწილია, რადგან რეალურად ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.