ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა 04.11.2026 15:57

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯერ თურქეთში ჩავა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ საქართველოში განახორციელებს ვიზიტს.

 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, მოწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე თურქეთს ეწვევა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 31-ე შეხვედრის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ეწვევა საქართველოს", - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ