სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი! 02.11.2026 23:19

 

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, "დებატების" ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა.

„რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი!

მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა.

კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა," - აცხადებს სოზარ სუბარი.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ