30.10.2026 12:42
საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კორტნი ოსტრიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობით შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კორტნი ოსტრიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.