ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა 29.10.2026 20:49

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა" პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს თავის დაღწევას.

 

ანჯაფარიძის თქმით, გვარამია ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებიდან კომერციული მოგების მიღებაში ადანაშაულებს. აქვე, წერს, რომ გვარამიამ თავად უნდა განმარტოს, როგორ იღებდა ივანიშვილი მოგებას იმ ადამიანების ხელფასებისა და აღჭურვილობის დაფინანსებით, ვისაც სახელმწიფოს რესურსი ვერ სწვდებოდა.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით ფაქტიურად კედელთან მიყენებული კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაოდ ცდილობს პოლიტიკური ლაყაფით გამოძვრეს, და გადაავადოს ის მომენტი, როდესაც უკვე პოლიტიკურად დააყენებენ კედელთან. და სხვა ვინ უნდა ამოერჩიათ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის (სახელმწიფო აპარატი, პოლიცია და ა.შ.), ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ სწვდებოდა. შესაძლოა მათ შორის გვარამიაც ყოფილიყო, როგორც საჯარო მოხელე....

 

ოღონდაც, როგორ იღებდა ივანიშვილი ამ ქველმოქმედებაში კომერციულ მოგებას, როგორც გვარამია ამტკიცებს, ეს მან უნდა ახსნას, თუკი "ინტელექტი" გასწვდება, რა თქმა უნდა

 

და კიდევ, ერთი, გვარამიამ სააკაშვილისგან გამიჯვნის მიზეზად რატომღაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღება დაასახელა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, თავადაც შეიძლება იყო ამის ბენეფიციარი, ისევე როგორც ბევრი სხვა.

 

ის რატომღაც არ გაემიჯნა სააკაშვილს იმ საძაგლობების ჩადენაში, რაც იმ რეჟიმის დროს ხდებოდა, რადგანაც თავად იყო ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი მონაწილეც და სულისჩამდგმელიც." - წერს ანჯაფარიძე.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ