ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რატი იონათამიშვილი: რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები 29.10.2026 17:10

„რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები", - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თავიანთი განცხადებებით პირდაპირ აღიარებენ, რომ სინამდვილეში არიან აგენტურული ჯგუფები.

 

„რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ისინი, რომ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა ესეც, რომ ისინი სინამდვილეში არიან აგენტურული ჯგუფები, ვინაიდან, ეს ექსპერტები ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, ვინ არიან სინამდვილეში, ისინი არანაირ ექსპერტულ ცოდნას არ ფლობენ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აგენტურული საქმიანობის. ასე ყალბდება ფაქტები მათი მხრიდან, აი ასე ცდილობენ დეზინფორმაციის წარმოებას და ჰიბრიდული ომის გაჩაღებას საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, გაეცემათ მათ საკადრისი პასუხი", - აცხადებს იონათამიშვილი.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ