Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ სააკაშვილი – ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია 27.10.2026 20:58

ის ხალხი, ვინც მადიარის მსგავს ლიდერს ითხოვდა, ახლა იძახის, ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ და ულიდეროდ ვიბრძოლოთო. პროტესტი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული, თუმცა ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ერთიანობა და ახლა არავის გარიყვის დრო არ არის.

„სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა, 2028 წლის არჩევნებს უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს, დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები (თუმცა კი აკრძალა წინასწარ ყველა ძირითადი ოპოპარტია).

ცოტა ხნის წინ ძირითადად ის ხალხი, ვინც მადიარის მსგავს ლიდერს ითხოვდა, ახლა იძახის, ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ და ულიდეროდ ვიბრძოლოთო. სიმართლე შუაგულშია, პროტესტი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული, მაგრამ ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია.

საჭიროა იმ ხალხის აქტიურობა, ვინც ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაადგილდება და ისინი ისე უნდა გაიშალონ, რომ მაქსიმალურად არ დააჭერინონ თავი.

ახლა არავის გარიყვის დრო არ არის. 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც.

ჩემი ხელით დავამატე საქართველოს გერბს „ძალა ერთობაშია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ