კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გიორგი კახიანი: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ მისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი გაჭიანურებულიყო 25.10.2026 21:18

 

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ მისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი გაჭიანურებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული პროცესის განხილვისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის შუამდგომლობათა უმეტესობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

„ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის პროცესზე მოყვანას და მოწმის სახით დაკითხვას, გახარიას პარტიის წევრებმა მოითხოვეს ბატონი გახარიას ჩართვა პროცესზე მოწმის სახით და ა.შ. იყო შუამდგომლობები, რომლებიც პროცედურული თვალსაზრისითაც უბრალოდ აბსურდული იყო, სასამართლო ვერც გაითვალისწინებდა ვერანაირად", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ