24.10.2026 21:44
დიქტატორები მოქმედებენ სხვა მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი მოქმედებდა ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც კანონს მიღმა იყო.
"2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს,მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ ძირს უთხრიან დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.