ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან - გიორგი სიორიძე 22.10.2026 15:48

პარტიების აკრძალვის სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის - განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო სასმართლოში, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" "სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა".

 

„ჩემმა კოლეგამ დააფიქსირა პოზიცია კონკრეტულად სარჩელის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ჩვენ მოგვემართებოდეს. ეს არჩილ გორდულაძემ დატოვა ისევ ღიად და თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე ავხსნით ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი გაატარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის. ეს გულისხმობს მთელ იმ დრამატურგიას, რომელიც ამ ხელოვნურ სარჩელში არის ჩადებული დაწყებული 2008 წლის ომით და შემდეგ გაგრძელებული იმით, რომ თურმე პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა და მომავალში ვერ გაითვალისწინეს ის მწარე გამოცდილება, რაც იყო 2008 წელს და მაინც აგრძელებენ რაღაც საქმიანობასო. ეს მიემართება ყველა იმ პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მომავალში ვინც კი ოდესმე გაბედავს რამე ისეთი თქვას, რაც ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს და ეს ჩაითვლება აგრესიის პროვოკაციად, ამ საკითხთან არის ძალიან დიდ შემხებლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ლოგიკური. მაგრამ "ქართული ოცნების" დეპუტატების ასეთი მიდგომა, რომ ამას მერე გეტყვით, მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს",- განაცხადა სიორიძემ.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ