ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე:ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას 20.10.2026 14:53

 

როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას.

 

„ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ