შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი, რაიმე სიურპრიზი 16.10.2026 17:34

ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.

 

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

 

პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს გაიმართება.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ