ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გიორგი ვოლსკი: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები 14.10.2026 18:24

 

არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა, რომელიც ეფუძნება რაღაც მიზეზს, რომ თურმე პროევროპული კურსი შეიცვალა სახელმწიფომ, რისი ნიშნებიც არ არის, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. რაღა უნდა გააკეთოს ადამიანთა ჯგუფმა თუ პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი და აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა?!, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს დაიწყებს.

როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, საქმე ეხება იმ დაჯგუფებებს, რომლებიც გარე დავალებებს ასრულებენ, გარე დაფინანსებებით მოქმედებენ საქართველოში და ცდილობენ დესტაბილიზაციის მოწყობას.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ერთმანეთს დააკავშიროს სარჩელის განხილვა და კაია კალასის განცხადება, რომ საქართველოს საკითხის სიღრმისეული განხილვა იანვარში გაიმართება, ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ერთმანეთთან დაკავშირებულია დესტაბილიზაციის ის მცდელობები, რომელიც რადიკალებს საქართველოში აქვთ და გარე ძალების სურვილები და მიზნები.

„ეს პირდაპირ არის გადაბმული იმ იდეოლოგიასთან, იმ სტრატეგიასთან, იმ ამოცანასთან, რომელიც აქვთ კონკრეტულ შემკვეთებს, რისთვისაც უზარმაზარი ფული იხარჯება. დღეს რაც გვესმის - ვენეციის კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, ბრიუსელის განცხადებებია, კაია კალასი იმუქრება და მუშტებს აბრახუნებს, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა დაატეხოს თავს რისხვა, ამის გარდა, რაიმე შინაარსობრივად გამაგრებული, არგუმენტირებული პოზიცია თუ გაგვიგია ვინმეს - გვითხრას.

გვეუბნებიან, უნდა დაიღვაროს სისხლი, სისხლისღვრის მერე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და ამ მოსულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მარიონეტის როლი გაცხადებული ამოცანის შესასრულებლად, რათა ჩაერთოს გლობალურ დაპირისპირებაში. სხვა არაფერი არგუმენტი არ არის. დაინგრეს ეს ქვეყანა და როდესაც დაიწყება ჯერ მოუკლავი დათვის ტყავის გადანაწილება, იქ უნდა იყოს საქართველოც და ვიღაც პიროვნებები, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ