ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გურამ მაჭარაშვილი – კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს 12.10.2026 19:31

 

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.

მაჭარაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო განცხადებები.

„სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია უსამართლო განცხადებები. ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებით, საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა. ამის ფონზე კი კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ საზოგადოების, ვის წინაშეც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება. რაც შეეხება კაია კალასის განცხადებას, რომ თურმე საქართველოზე ცალკე იმსჯელებენ - რამდენიც უნდა, იმდენი იმსჯელონ. იმდენი აქვთ საქართველოზე უკვე ნამსჯელი და იმდენი აქვთ ევრობიუროკრატებს ნაბრძოლი, რომ საქართველო როგორმე უკან ჩამოეტოვებინათ, აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა ყოფილიყო და ა.შ., ვისღა გაუკვირდება, რომ საქართველოზე ცალკე იმსჯელონ.  მსურს, შეგახსენოთ, კაია კალასის წინამორბედის, ჟოზეფ ბორელის განცხადება: „ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით, ის მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს". მისი ამ განცხადებით ყველაფერი ნათელია. მას ხომ ნამდვილად ვერ დავაბრალებთ საქართველოს ადვოკატობას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ