ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კაია კალასი – ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს 12.10.2026 19:21

 

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იკრძალება და უცხოური აგენტების შესახებ კანონი გუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, - ამის შესახებ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს მას.

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი უარესდება. სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იკრძალება და უცხოური აგენტების შესახებ კანონი გუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს მას. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს და არც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით", - განაცხადა კალასმა.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ