ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს 12.10.2026 17:42

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე.

„ჩვენ ურთიერთობას ვინარჩუნებთ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და გვაქვს ურთიერთობები, ბოლო დროინდელი ვიზიტებიც ამას ცხადყოფს, თუმცა ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, ასევე მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს. მათი მხრიდან მხოლოდ სამართლიან მიდგომაზე გვაქვს საუბარი. არაერთხელ გაგვიცხადებია ყველა დონეზე, რომ, ამდენი უსამართლობის მიუხედავად, პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის და მზად ვართ, გადავფურცლოთ ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო, უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

„ვიდრე ისინი არ შეიმჩნევენ, რომ საქართველო არის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, მარტივ ჭეშმარიტებას არ გაიზიარებენ, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით, საღ საუბარზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნიდან და გაზრდილი როლიდან გამომდინარე, რაც შუა დერეფანს ეთმობა, მოუწევთ, ადრე თუ გვიან დასხდნენ და გვესაუბრონ. შეეგუონ იმ მოცემულობას, რომ მიუხედავად იმისა, წინასაარჩევნო კამპანიები რადიკალურ ოპოზიციას თავად ჩაუტარეს, არჩევნების გზით მაინც ვერ ჩაგვანაცვლეს. მოუწევთ შეგუება, რომ, ამდენი დაფინანსებული რევოლუცის მიუხედავად, საქართველოში რევოლუცია ვერ მოახდინეს. დასხდნენ და გააგრძელონ ჩვენთან საუბარი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ