კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა 11.10.2026 21:40

 

ეს იყო ერთი დიდი სცენარის ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ სცენარის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მოყვანა.

„ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, დასავლეთს ასეთი საარჩევნო სისტემის და შედეგების შემდეგ ერთი განცხადება მაინც არ გაუკეთებია, რომ ოპოზიციისთვის მოეწოდებინათ, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ეს არის კატასტროფა დემოკრატიისთვის.

მიაღწევდნენ იმას, რომ მათ ჰყავდათ გამზადებული ე.წ. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ შტურმის დროს შორიახლოს იქ იმყოფებოდა. თუ ეს წარმატებით დასრულდებოდა, ის შევიდოდა პრეზიდენტის სასახლეში და დიდი ალბათობით, როგორც მასთან დადიოდნენ სხვადასხვა დიპლომატები, ისევე შევიდოდნენ და დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის", ე.წ. ვარდების რევოლუციის და უკვე გადატრიალების რევოლუციის ახალი ეტაპი. ეს იყო ყოველივე ამის მიზანი", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ