09.10.2026 18:48
„ეს არის ქალბატონი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კანდიდატ წევრ ქვეყნებს პირდაპირ აგვიკრძალა ურთიერთობა აშშ-სთან. ამის შემდეგ არავინ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რაღაც უზუსტობა იყო", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე საუბრისას.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მარტა კოსისა და ბრიუსელის დღევანდელი პოზიციაა, რომ კანდიდატმა წევრებმა უნდა აიკრძალონ ურთიერთობა აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან.
„ჰკითხონ ევროპელ ხალხს, აწყობთ თუ არა აშშ-სთან დაძაბულობა. თვითონ მმართველი კლასი ამბობს, რომ რუსეთი არის ისეთი საფრთხე, რომ ხვალ თუ არა ზეგ ევროპას თავს დაესხმება. როდესაც აშშ-სთან ასეთი გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, რომელიც არის შენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი, ევროპელ ხალხს ხომ უჩნდება შეკითხვები - თუ რუსეთი თავს უნდა დაგვესხას და აშშ-სთან გვაქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა, მაშინ ვინ დაგიცავს უსაფრთხოების კუთხით?!", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.