ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში მშობლის გარეშე ბედნიერები არიან 07.10.2026 16:32

შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან. სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, ციხიდან არ გახმოვიდეო. კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მამა ბურჭულაძეს მიმართავს, ციხეში იჯექი, არ გამოხვიდეო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „სახელმწიფოს დამხობაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც, ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა".

 

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაულია ეს. მართლაც სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი მთავარი ინტერესია, რომ საკუთარ მამებს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდეთ. კარგია, რომ ჩახუნაშვილმა საკუთარ შვილს არ დაუჯერა, დანაშაული აღიარა და გარეთ გამოვიდა. რაც შეეხება ბუჭულაძეს, რომ არა მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ისინი თავს კი არ შეიცოდებდნენ, ბურჭულაძე და ზოდელავა წამოჭიმულები იქნებოდნენ სავარძელში, საქართველოში კი იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, იმ ძალადობით სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას, რომელიც წაახალისეს, მათ შორის, ბრიუსელის განცხადებებმა. ასე რომ, სახელმწიფოს დამხობაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც, ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე", - დაწერა შუქრი ბურჭულაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ