პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი 25.09.2026 01:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

 

„ნიუ იორკში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ