ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის 20.09.2026 23:02

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დანარჩენებს ყველას ეტყობა, რომ გვარამიას ხათრი აქვთ და „ნაცი" თავის თავში იმას გულისხმობს, რომ გვარამიას ხათრი არ უნდა ჰქონდეს. რაც წაგართვა გვარამიამ, უნდა დაიბრუნო.

„გვარამიასთან დაპირისპირების „გაგდებით", ჩემზე უკეთესი „სივი" ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. უბრალოდ, გვარამიას მისცეს 40 მილიონი, რომ „ნაცებისთვის" წაერთმია ხმები, გაელანძღა ყველა და ყველაფერი და დამჯდარიყო რადიკალურ ოპოზიციურ ხმებზე, რომელზეც მიშა ზის. დღეს ეს ყველაფერი გაიშიფრა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ჯერჯერობით, არ უნდათ აღიარება და მე კი მინდა, რომ შემდეგ არჩევნებამდე ეს საკითხი არ მივიდეს გაურჩეველი", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ