ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ჩვენ საქართველოში ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით, როცა ჩვენ შემოვდივართ, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ბრენდიც შემოვა -ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს გლიკი 15.09.2026 20:48

ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ, - ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა თბილისში, „ტრამპთაურის" ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში „ტრამპთაუერის" შემოსვლის კვალდაკვალ სხვა დიდი ბრენდებიც შემოვლენ.

 

„შესანიშნავი დახვედრა იყო. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი თაუერი საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს.


ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდება ერიკ ტრამპიც.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ