15.09.2026 13:07
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია და ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა.
„ეს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სწორი არ იყო, რომ ასეთი გამოცდილების მქონე კადრი ამ სივრცეს დაეკარგა და მასთან კონსულტაციების შედეგად შს სამინისტროში კონკრეტული პოზიცია შესთავაზეს. მოხარული ვარ, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა. სწორია თუ არასწორი ხელმძღვანელების ასე ხშირი სვლა, როცა განცხადებას დამიწერთ, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ვერ გაგაჩერებთ", - აღნიშნა შარმანაშვილმა.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.
ავტორ(ებ)ი :