პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თამარ ჩერგოლეიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა – იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია 11.09.2026 17:30

„ნაციონალურ მოძრაობას" თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას" გადარჩენა არ უწერია.

 

„ტელესამყაროს ბათლს, მინდა, გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად, და არა იაგო ხვიჩია. პიროვნების კულტი შლის მაგ პარტიას, ზუსტად ისე, როგორც პიროვნების კულტი ანგრევს „ოცნებას" - ვინმე იაგო მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი მოვლენაა და ასეთი გვერდითი მოვლენები არ დაილევა იქამდე, ვიდრე მრავალმხრივ ხელმოცარული უნიჭოები არსებობენ, ვისაც გადარჩენა რომელიმე „ავტორიტეტული ძიას" ჩრდილში ყეფით წარმოუდგენიათ.

 

მოკლედ, ვისაც გადარჩენა სურს, მოვლენებს სახელი სწორად უნდა დაარქვას. „ნაცმოძრაობას" გადარჩენა არ უწერია", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ