პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ზარქუა – როგორც ნიკა გვარამიასგან არ დადგება მერაბ კოსტავა, ისე ბელადის გარეშე ანა წითლიძისგან პოლიტიკოსი ვერ გამოვა 11.09.2026 16:11

რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან უთვისტომოები, უსამშობლოები, ღირებულებებისგან დაცლილები, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირების, კერძოდ, ანა წითლიძისა და ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რაც უფრო ნაკლები რადიკალი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მოიგებს საქართველო.

 

„ახლა მცდელობა აქვთ, რომ პატრონის თვალში დაწინაუდნენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელი დაირქვან. მანამდე ერთმანეთში რა ზღვარიც ჰქონდათ, ის უკვე მოშლილია. უკვე ერთმანეთის პირად შეურაცხყოფებზე გადავიდნენ. ვის-ვის და, გვარამიას ვისზე რა ეთქმის? „ნაცმოძრაობის" ბოროტების შემოქმედი იყო, გენპროკურორი იყო თუ პროკურორი, სადაც ადამიანს ასახიჩრებდნენ და კლავდნენ. ახლა წითლიძეს „ეშპილკავება"? რაც უფრო ნაკლები რადიკალი იქნება, მით უფრო მოიგებს საქართველო. როგორც ნიკა გვარამიასგან არ დადგება მერაბ კოსტავა, ისე ბელადის გარეშე ანა წითლიძისგან პოლიტიკოსი ვერ გამოვა. რაღაცნაირი დაჯგუფებაა, რომელმაც ლუზერ ბელადს უნდა უერთგულოს. მათ საქართველოს ინტერესები ფეხებზე ჰკიდიათ. მათი ერთადერთი ამოცანაა, ახალი დაკვეთის მოლოდინში მთავარი რადიკალური ოპოზიციის იმიჯი დაიმკვიდრონ, აბა, გვარამია-წითლიძეს ხმას საკუთარი ოჯახის წევრები არ აძლევენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ