კვირა, 20 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გია ვოლსკი – ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რეალობაა, რომ დანაშაულის ჩამდენის უსაფუძვლო ბრალდებები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა გამოყენებული 09.09.2026 16:44

შვიდი წლის წინ არ ვიფიქრებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, ქონება ისე დააგროვოს, ამის დეკლარირება არ მოახდინოს და ასეთი მასშტაბის დანაშაული გამოიკვეთოს, მაგრამ ეს მოხდა და მან დანაშაული აღიარა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკის თქმით, ვინც ცდილობს, საქართველოში ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს, ამ თემას გამოიყენებს.

 

„„დიფ სთეითი" იქნება თუ „ასავალ-დასავალი", ამ თემას გამოიყენებს. ვინც ცდილობს, საქართველოში ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს, ამას გამოიყენებს. ფრთიანი ფრაზებია - „ზურგში დანა", „ყელში სამართებელი". ის ასე ამბობს, ჩვენ - ასე. სხვადასხვა შეფასებაა, მაგრამ ამ შეფასებების და განსხვავებების მიუხედავად, არ იცვლება თავად საკითხის არსი, რომელიც საკმაოდ მძიმეა. აღიარებული და მძიმე დანაშაულია - რეალობაა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენის განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა გამოყენებული. ამას ზურგში დანის ჩარტყმას დაარქმევთ თუ ყელში სამართებლის გამოსმას, ეს უკვე გემოვნების თემაა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ