ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ლევან ჟორჟოლიანი – კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტზე განიხილება კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება, თავდაცვა და ამ მიმართულებით ის მიღწევები, რომლებიც დღეს ევროპაში არსებობს 09.09.2026 10:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სამიტზე განიხილება მეცნიერების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც გაიმართება ქალაქ პარიზში. აღნიშნულ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა, აღნიშნული მიმართულებით ის მიღწევები, რომლებიც არსებობს დღეს ევროპაში. ასევე, ხაზი გაესმება ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ