სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა 08.09.2026 17:04

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

„დღეს შევხვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს, რომელიც დღეს შეუდგა ამ პოსტზე მუშაობას.
განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ