სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა 08.09.2026 15:47

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, გადაცემაში "რეჟიმის ანატომია" განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აორგანიზებდა.

მისი თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ეკისრა.

"როდესაც მე იქ მუშაობა დავიწყე თუ წელიწადში შემოდიოდა, შევარდნაძის დროა ეს ორი ან სამი საქმე, წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანაც დააორგანიზა რუსეთის ფედერაციამ, სხვათა შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით ეს ცალსახად უნდა ითქვას, მათ შორის იყო საია მაგალითად, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არა მხოლოდ ის. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც რამდენიმე, მაგრამ წამყვანი როლი რა თქმა უნდა, საია-ს ეკისრა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
ლუიჯი სინაპი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

,,საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მისი თქმით, საზღვაო დერეფნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის კავშირისა და გლობალური ვაჭრობისთვის, ასევე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის. „საზღვაო დერეფნები ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში საზღვაო დერეფნებში მიმოსვლა შეჩერდეს, აღარ გვექნება საქონლის მიწოდება, საწვავი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საზღვაო დერეფნები ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც აქვს ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა. ლუიჯი სინაპიმ საქართველოს როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს. „საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით, ამ რეგიონში ის მოქმედებს როგორც ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს რეგიონთან და მის მოსახლეობასთან. სწორედ ამიტომ არის საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლუიჯი სინაპიმ.''

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ